საწარმო

კოლორ ჯგუფი ყველაზე მრავალფუნქციური პოლიგრაფიული საწარმოა რეგიონში.ჩვენი აღჭურვილობა მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების მიერ არის დამზადებული: HP, Gallus, Xeikon, Dupon, Esko, GM, SraMag და ა.შ, რაც მაღალი ხარისხის და საიმედოობის ერთგვარი წინაპირობაა. მათი დახმარებით, ყველა სიახლე, რაც მსოფლიო ინდუსტრიაში ინერგება, რამდენიმე თვეში ჩვენთან არის აპრობირებული.

ბეჭდვისათვის საჭირო ნებისმიერი ფორმა კომპანიის საამქროსა და ლაბორატორიაში მზადდება.გრავირებისა და მოოქროვების კლიშე, შოლკოგრაფიის ბადე, არასტანდარტული და სტანდარტული დანები, რაც საშუალებას გვაძლევს პროდუქცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავამზადოთ.

ასეთი აღჭურვილობისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას გვაძლევს, რომ ბაზარზე ვიყოთ ლიდერები.